საზოგადოება

თემქის დასახლებაში 20 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მოკლულის მეგობარი დააკავეს

23.02.18 14:40


პოლიცია აცხადებს, რომ უკვე დააკავეს 20 წლის პირი, რომელსაც ბრალი ედება დღეს მომხდარი მკვლელობაში, რომელიც თბილისში, თემქის დასახლებაში მოხდა.

20 წლის ქალი მოკლული თემქის დასახლების ერთ-ერთი კორპუსის უკან დღეს დილით იპოვეს.

შსს-ს ცნობით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, ხოლო ბრალდებული მოკლულის მეგობარია.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა პირმა შურისძიების მოტივით ქალს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლი, განზრახ მკვლელობა 7-დან 15-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები