პოლიტიკა
23.02.18 15:15
ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს.
საპარლამენტო ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე მსჯელობენ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა საკომიტეტო მოსმენებზე და ორმხრივ შეხვედრებზე ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, მუდმივმოქმედი კომიტეტის და სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შესაძლებლობა მომეცა მესაუბრა, ერთის მხრივ, ქვეყანაში გატარებული წარმატებული რეფორმების შესახებ და ასევე კიდევ ერთხელ გამეცნო ჩემი კოლეგებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხაზი გამესვა, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში, ეუთოს საპარლამენტო როლის მნიშვნელობაზე“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.
„ჩემთვის, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა. შეხვედრებზე ჩვენ ვეხებით ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიგრაცია, ტერორიზმი, კონფლიქტები. უკრაინის თემასთან ერთად, რომელიც ხშირად არის დისკუსიის საგანი, ბუნებრივია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც ვსაუბრობთ. ზამთრის სესიის ფარგლებში ჩვენ ვაყალიბებთ რეზოლუციის პროექტებს, რომელიც შემდგომ ზაფხულის ყოველწლიურ შეკრებაზე იქნება მიღებული, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ხაზგასმული ის საკითხები, რომლებიც ეუთოს რეგიონისთვის და ჩვენთვის, საქართველოსთვის აქტუალურია“, - აღნიშნა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიორგი წერეთელმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24