პოლიტიკა
23.02.18 16:15
უმრავლესობის წევრის თქმით, "ევროპული საქართველოს" განცხადება, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან და რეგულირების აუცილებლობასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის აბსურდულობასთან დაკავშირებით, მართლა გაოცებას იწვევს.
მისი თქმით,მათი დღევანდელი განცხადებები იყო სრულიად აცდენილი იმ რეალობას, აუცილებლობას და საჭიროებებს, რომელიც არსებობს ამ სფეროში.
"პირველ რიგში, არ შემიძლია არ გამოვხატო გაოცება და გაკვირვება „ევროპული საქართველოს“, ამ პარტიის პოზიციასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ სათაურიც ისეთი აქვს ამ პარტიას, „ევროპული საქართველო“, რომ ის განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით და რეგულირების აუცილებლობასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის აბსურდულობასთან დაკავშირებით, მართლა გაოცებას იწვევს. ევროკავშირში ინტეგრაცია არ გულისხმობს მხოლოდ განცხადებას, სურვილს და მისწრაფებას და დეკლარაციას და მართლაც სადღეგრძელოს, ბატონო ზურაბ. თქვენ კარგად იცით, მე მგონი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გულისხმობს ჩვენი საკანონმდებლო სივრცის დაახლოებას იმ სტანდარტებთან, რომელიც დადგენილი არის ევროკავშირის სივრცეში.
სამწუხაროდ, თქვენი დღევანდელი განცხადებები იყო სრულიად აცდენილი აი ამ რეალობას და იმ აუცილებლობას, იმ საჭიროებებს, რომელიც არსებობს ამ სფეროში. ევროკავშირს რომ თავი დავანებოთ საერთოდ და ჩვენი ასოცირების შეთანხმებას და იმ ვალდებულებებს, რომელის გვაქვს ნაკისრი ჩვენს მთავარ პარტნიორთან, ევროკავშირთან ამ შემთხვევაში, ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მე ვფიქრობ, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შემოღება, ამ საკითხის რეგულირება კანონის დონეზე არის აუცილებელი, სავალდებულო, არის ამ წუთში აუცილებელი და დღესვე გასაკეთებელი, თუ არა უკვე გუშინვე. შრომის ინსპექცია ნამდვილად არ არის ის ინსტიტუტი, რომელზეც ასეთი, ასეთი ხელწამოსაკრავი და ასეთად ის იქცა იმიტომ, რომ მას აქვს გარკვეულწილად ძალიან შეზღუდული ფუნქციები დღეს და მე მხოლოდ მივესალმები იმას, რომ შრომის ინსპექცია გახდეს უფრო ეფექტური, რეგულაციები გამკაცრდეს და აღსრულებაც, რა თქმა უნდა, მოხდეს იმიტომ, რომ აღსრულება თუ არ მოჰყვა ამ ყველაფერს, არც ჩვენ არ მოგვწონს და არავის არ მოსწონს კანონი, რომელიც მხოლოდ ფურცელზეა დაწერილი და მე ამას ვიმედოვნებ სწორედ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ აღსრულების საკითხში გვექნება სერიოზული გაუმჯობესება და წინსვლა. დღეს წარმოდგენილი კანონპროექტი, სამწუხაროდ, სრულად არ ასახავს იმ ვალდებულებებს, იმ მოთხოვნებს, რომელიც შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებობს. ეს კარგად ვიცით იმიტომ, რომ დღეს წარმოდგენილი პროექტით მხოლოდ საუბარია მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე და ის არ ვრცელდება ყველა სექტორზე, ყველა სფეროზე მაშინ, როცა, წესით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და პირობები მოწესრიგებული უნდა იყოს უფრო ფართოდ და არ უნდა იყოს შეზღუდული ასოცირების შეთანხმებით. ჩვენ კიდევ გვაქვს ჯერ ვადა 2019 წლის პირველ სექტემბრამდე. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სწორი მიმართულებით და ვადის დადგომისთვის, 2019 წლის პირველ სექტემბრამდე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ეს რეგულაციები უკვე მთლიანად მთელ სფეროზე გავავრცელოთ", - განაცხადა ხულორდავამ.
პარლამენტში “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
11:1829.03.24
-
10:5029.03.24
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24