პოლიტიკა
23.02.18 21:35
შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, – ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანდერს სამუელსენის შეფასებით, საქართველო დანიის სამეფოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც დანია ყოველთვის მხარს დაუჭერს.
მხარეებმა ისაუბრეს დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) ახალი, 2017-2021 წლების სტრატეგიის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 27 მილიონი ევრო გამოეყოფა.
საქართველოს მხარდაჭერის პროგრამა, ძირითადად, მოიცავს ორ თემატურ მიმართულებას – ადამიანის უფლებები და დემოკრატიული განვითარება; მდგრადი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და გაძლიერება. პრემიერ-მინისტრმა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მხარდამჭერი პროგრამისა და ქვეყნის ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
პრემიერმა დანიის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში ჩართულობისთვის, რომელიც ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილზე მშვიდობის შენარჩუნებაში.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
12:3629.03.24
-
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
11:1829.03.24
-
10:5029.03.24
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24