პოლიტიკა

პრეზიდენტი - პარლამენტის შიდა საქმეა შექმნიან თუ არა, უბრალოდ ერთი კომისია მაინც მამასისხლად რომ იყოს, კარგი იქნებოდა

23.02.18 21:45


პარლამენტის შიდა საქმეა შექმნიან თუ არა, უბრალოდ ერთი კომისია მაინც მამასისხლად რომ იყოს, კარგი იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"აქ ბევრი საკითხია - როგორც პროკურატურის საკითხი, ასე ცალკე საგამოძიებო ორგანოს საკითხი, ასევე, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის საკითხი. ეს პარლამენტის შიდა საქმეა, შექმნიან თუ არა კომისიას, უბრალოდ ერთი კომისია მაინც მამასისხლად რომ იყოს, კარგი იქნებოდა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები