პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კანადელ დიპლომატებს შეხვდა

23.02.18 21:55


საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა თავდაცვის უწყებაში კანადელ დიპლომატებს უმასპინძლა. კანადის ელჩი და თავდაცვის ატაშე თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში - კრისტოფერ კუტერი და კაპიტანი ივან ალეინი თბილისში სწავლების დაგეგმარების კურსის დახურვაზე სპეციალურად ჩამოვიდნენ.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და კანადელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით სამომავლო პროექტები განიხილეს. განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება.

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში კანადელი ექსპერტების საქართველოში მოვლინებას.

შეხვედრის დასასრულს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კანადის კაპიტანი ივან ალეინი, რომელმაც თავდაცვის ატაშეს უფლებამოსილება დაასრულა, „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები