საზოგადოება

ესპანეთში "ქართული მაფიის" 18 წევრი დააკავეს

29.06.16 18:45


ესპანეთში 10 საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით დამნაშვეთა დაჯგუფების 23 წევრი დააკავეს, რომელთაგან 18 ქართველია.

ესპანეთის ნაციონალური პოლიციისინფორმაციით, დაჯგუფებას „კანონიერი ქურდი“ ხელმძღვანელობდა, რომელიც თურქეთის ერთ-ერთ ციხეში რვაწლიან სასჯელს იხდის.

ბრალდებულები ნაქურდალს ერთ-ერთ მაღაზიაში აბარებდნენ, რომლის მფლობელიც დამნაშავეებთან იყო შეკრული, მიღებულ თანხას ე.წ. „ობშიაკში“ დებდნენ და ნარკოტიკებს ყიდულობდნენ.

ესპანეთის შსს იუწყება, რომ დანაშულებრივი დაჯგუფების წევრებს შორის იყვნენ საკეტების გახსნის „სპეციალისტები“.

ყველა დამნაშავე ამ დროისათვის გისოსებს მიღმა მოათავსეს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები