საზოგადოება

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

29.06.16 19:15


სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ განცხადება სუსში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

“სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალური რესურსების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი შოთა ტ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შოთა ტ-მ ერთ-ერთი შპს-ს დირექტორს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მიღებისათვის გეოლოგიური პაკეტის დაჩქარებულ ვადაში დამზადებისა და ლიცენზიის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 20 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს”, – აცხადებენ სუს-ში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები