საზოგადოება

უბედური შემთხვევა გარდაბანში- მაზუთის ავზში ჩასული 2 მუშა დაიღუპა

29.06.16 19:20


გარდაბანში, „თბილსრესის“ ტერიტორიაზე გეგმიური სამუშაოების განხორციელების დროს 2 მამაკაცი დაიღუპა 1 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით 50 წლამდე მამაკაცები მაზუთის 20 მეტრი სიღრმის ავზში გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად ჩავიდნენ , თუმცა შეუძლოდ გახდნენ და დაიღუპნენ, მათ საშველად ჩასული მესამე მამაკაცი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა უჰაერობა და ინტოქსიკაცია გამხდარიყო.

ადგილზე სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ და გვამების ავზიდან ამოყვანია სამუშაოები მიმდინარეობს. უბედური შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები