საზოგადოება

იურიდიულ საკითხთა კომისიაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირინა ჭეიშვილის დანიშვნის საკითხი განიხილეს

29.06.16 19:55


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირინა ჭეიშვილის დანიშვნის საკითხი განიხილეს.

ჭეიშვილის კანდიდატურა დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ წარუდგინა.

როგორც თევდორე კობახიძემ აღნიშნა, ირინა ჭეიშვილს თბილისის მერიის სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება აქვს და ის დღესაც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ირინა ჭეიშვილს ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

წარმოდგენილ კანდიდატურას იურიდიულ საკითხთა კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი. საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირინა ჭეიშვილის კანდიდატურის დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები