საზოგადოება

საქართველოს აეროპორტები კონტროლდება

29.06.16 20:20


საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიცია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საზღვრებზე გამშვებ პუნქტებს აკონტროლებს, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტში გუშინ მომხდარი აფეთქებების შემდეგ გახდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 36 და დაიჭრა 147 ადამიანი.

შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მაქსიმალურად აკონტროლებს სახელმწიფო საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლს. სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის საზღვრებზე და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე უსაფრთხოების ზომებს სისტემატურად ატარებს.

„არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, პრევენციული ღონისძიებები მუდმივად ხორციელდება”, — ნათქვამია განცხადებაში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1360


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები