საზოგადოება

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

29.06.16 20:45


სირიაში, საბრძოლო მოქმედებების დროს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები, 39 წლის ომარ მარგოშვილი დაიღუპა, ინფორმაციას ამის შესახებ „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მარგოშვილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო და ახმედ ჩატაევის დაჯგუფება „იარმუკში“ იბრძოდა. ის საქართველოდან თურქეთში 2015 წელს წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა.

როგორც ცნობილია, გუშინ სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებშიუკვე 17 პანკისელი დაიღუპა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები