საზოგადოება

თბილისის სხვადასხვა რაიონში ახალი ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსება მიმდინარეობს

07.03.18 16:55


„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით ნაგავშემკრები კონტეინერების ჩანაცვლებას განაგრძობს. დღეს, პლასტმასის ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები ისნისა და სამგორის რაიონებში დაიდგა.

პირველი ეტაპისთვის, „თბილსერვის ჯგუფმა“ შეისყიდა 400 ცალი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერი, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბნებში ეტაპობრივად განთავსდება.

დედაქალაქის მასშტაბით სულ განთავსებულია 19 594 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი.







წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები