საზოგადოება

სასწრაფო დახმარება პაციენტებს ახლებურად მოემსახურება

07.03.18 17:10


სასწრაფო დახმარების ბრიგადა საქართველოში პაციენტებთან მათი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მივა, განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ.

საქართველო ყიდულობს სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც პაციენტებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს. ამ მიზნით მოლაპარაკებები ამერიკულ კომპანიასთან მიმდინარეობს.

პროგრამა ამგვარად იმუშავებს: გადაუდებელი დახმარების 112 ცენტრის ოპერატორი სპეციალურ პროგრამაში შეიყვანს მონაცემებს პაციენტის შესახებ, რომელიც აარჩევს, თუ რომელ პაციენტს ესაჭიროება უფრო მეტად სამედიცინო დახმარება.

პროგრამას, რომელიც გადაუდებელი დახმარების ამერიკულმა ასოციაციამ შექმნა და რომლის ღირებულებაც 700 ათასი აშშ დოლარია, წლის ბოლომდე 112-ის ცენტრი და თბილისის მერია შეიძენენ.

მან აღნიშნა, რომ, გადაუდებელ შემთხვევებში საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასწრაფო დახმარება ავადმყოფთან მაქსიმუმ რვა წუთშიუ უნდა მივიდეს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები