საზოგადოება
07.03.18 17:40
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრის მთავარი ამოცანა დეცენტრალიზაციაა.
დეცენტრალიზაცია მოქალაქეებისთვის დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს.
ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„თავიდან მხოლოდ მცირე რაოდენობის სპეციალიზირებულ კლინიკებში შეეძლოთ ჩვენს მოქალაქეებს დიაგნოსტიკა და მკურნალობა; მართალია, ამ კლინიკების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ დეცენტრალიზაციის შინაარსია, მნიშვნელოვნად, ჯერადობით გაიზარდოს იმ ადგილების რაოდენობა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ დიაგნოსტიკა და მკურნალობა; ყველა რაიონში მინიმუმ ერთი დაწესებულება და დიდ ქალაქებში დამატებით დაწესებულებების გახსნა; რაც მთავარია, ოჯახის ექიმების გადამზადება და ჩართვა“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი განმარტებით, პროგრამის დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში, პაციენტების მხრიდან მოთხოვნა მომსახურების მიწოდების შესაძლებლობებთან შედარებით, ბევრად მაღალი იყო.
„ამიტომ პროგრამაში ჩართულობის გარკვეული კრიტერიუმები იყო დაწესებული. ეს იყვნენ პაციენტები, რომლებმაც იცოდნენ დაავადების შესახებ და აწუხებდათ, ძირითადად შორს წასული შემთხვევები. ახლა კი, ჩვენი გათვლებით დარჩენილია ასი ათასი ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ დაავადება აქვს და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საინფორმაციო კამპანია, ასევე, რაც ყველაზე პრაგმატულია, ე.წ. სკრინინგული კვლევები“, – განაცხადა მინისტრმა.
სერგეენკოს თქმით, კვლევა პაციენტებისთვის უფასოა და პასუხის მიღება 15 წუთშია შესაძლებელი.
„ეს არის მარტივი ტიპის კვლევა, რომელიც პაციენტისთვის უფასოა. თითში ჩხვლეტიდან 15 წუთის განმავლობაში იგებს პასუხს და ამით, უკვე მილიონ ნახევარი ადამიანი გვყავს მოცული, თუმცა სამიზნე რაოდენობა ორმილიონ ნახევარია და ვფიქრობთ, ამასაც დავძლევთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პირველი გენერაციის პრეპარატით მკურნალობა წარმატებული იყო პაციენტების 86%-ში, ხოლო მეორე გენერაციის პრეპარატით პაციენტების 98,2%-ში.
„პრაქტიკულად, 100%-ით მოხდა ამ პაციენტების განკურნება. ერთეულები რჩება, რომელსაც თავის სქემას შევთავაზებთ, თუ როგორ განიკურნონ“, – განაცხადა სერგეენკომ.
C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24