საზოგადოება

„როიტერი“ – სტამბოლში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

29.06.16 21:05


ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ „ინფორმირებულ წყაროებზე“ დაყრდნობით იუწყება.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლში 28 ივნისს მომხდარ ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 41 ადამიანი ემსხვერპლა და 240 დაიჭრა.

დაღუპულთა შორის 13 უცხოელია.

თურქეთში დღეს გლოვის დღე გამოცხადდა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები