საზოგადოება
07.03.18 21:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნების შემფასებელი კომისიის მთავარ ექსპერტს, ჟილბერ ფელის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ოლიმპიური თამაშების გამართვის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებს, პრეზენტაციის სახით, ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს გეოგრაფიის, ლანდშაფტის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მეღვინეობის 8000 წლიან უწყვეტ ისტორიაზე და საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, რომელიც ღვინის აკვანია.
ლევან დავითაშვილმა დელეგაციის წევრებს ევროკავშირთან დაახლოების და ჰარმონიზაციის კონტექსტში საქართველოს საკანონდებლო ვალდებულებებიც გააცნო და ოლიმპიური თამაშებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით, ქვეყნის ინფრასტრუქტურული მომზადების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნების შემფასებელი კომისიის მთავარმა ექსპერტმა მინისტრის მიერ ქვეყნის პოტენციალის შესახებ წარმოდგენილი პრეზენტაცია დადებითად შეაფასა.
„საქართველოს ბუნების სილამაზე და ბიომრავალფეროვნება ნამდვილად შთამბეჭდავია.
მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს გარემოსდაცვით საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვხვდებით, რომ ყველა სამინისტრო როგორც ერთი ორგანიზმი ისე მუშაობს, რაც ნებისმიერი წამოწყების წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“,- განაცხადა ჟილბერ ფელიმ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.
საერთაშორისო ოლიმპური კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლოზანაში ყოფნის პერიოდში დაიგეგმა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს, ტომას ბახს, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24