საზოგადოება

შსს-მ ოთხი ადამიანის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

08.03.18 15:15


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 მარტს, საღამოს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა და ერთ-ერთმა მძღლოლმა ცივი იარაღით დაჭრა მასთან ერთად მყოფი ოთხი ადამიანი. უწყების ინფორმაციით, შემდეგ ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

“პოლიციამ იგი ადგილზევე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა. ინციდენტში მონაწილე ყველა მძღოლი იდენტიფიცირებულია. დაჭრილი პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ,”-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები