საზოგადოება
08.03.18 16:45
“აზიური ფაროსანა-გლობალური გამოწვევა, საერთაშორისო გამოცდილება და პრობლემების გადაწყვეტის გზები” თემაზე, თბილისში სამეცნიერო სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც აშშ-ის წამყვანი სპეციალისტები და ქართველი მეცნიერები მონაწილეობენ.
ღონისძიება საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანიის TRECE Inc (აშშ) ორგანიზებით იმართება.
კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ინვაზიური მავნებელი აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისთვის. მეცნიერებას წამყვანი როლი ენიჭება ამ მავნებლის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ეფექტური მეთოდების შემუშავებაში, დანერგვასა და განხორციელებაში. ამერიკის შეერთებულ შტატებს მავნებელთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. სამეცნიერო სამუშაო შეხვედრაზე, აშშ-ის წამყვანი მეცნიერები ქართველ კოლეგებს უახლეს მიღწევებს, კვლევების შედეგებსა და პერსპექტიულ თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობენ. ქართველი მეცნიერებს კი საშუალება აქვთ, წარმოადგინონ მათ მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები, სამომავლო ხედვები, გააღრმავონ სამეცნიერო კავშირები და ამერიკელ მეცნიერებთან ერთობლივი სამეცნიერო პროექტები დაგეგმონ.
კონფერენციის ფარგლებში განიხილება მავნებლის ბიოლოგიის, საქართველოს ბიომრავალფეროვნების, მონიტორინგის თანამედროვე სისტემების, ბიოინსექტიციდების და პოპულაციის მართვის საკითხები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები წარმოადგენენ ინფორმაციას 2016-2017 წლებში გატარებული ღონისძიებების და 2018 წლის სტრატეგიული ხედვის შესახებ. ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერები ბიოინსექტიციდების გამოცდის შედეგებზე ისაუბრებენ.
გამოცდილების გაზიარების მიზნით, ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს მეზობელი ქვეყნების სპეციალისტები.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანია TRECE Inc (აშშ) ორგანიზებით, საქართველოში იმყოფებიან აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წამყვანი მეცნიერები, მათ შორის აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახურის (USDA, ARS), ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის, ოკლაჰომას და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ამერიკელ მეცნიერებთან ერთად სამეცნიერო შეხვედრას ესწრებიან საქართველოს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის, ივ, ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24