პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სია 10 დღეში გახდება ცნობილი

06.05.16 15:45


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია 10 დღეში გახდება ცნობილი. როგორც პარტიის წევრებმა მთავარი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს პარტია მასშტაბურ განახლებას გეგმავს და საარჩევნო სიის შემადგენლობაში ბევრი ახალი სახე იქნება წარმოდგენილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დახურულ რეჟიმში, 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საბჭოს წევრებს პარტიის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ოდესიდან სკაიპით ჩაერთო და 2016 წლის არჩევნებისთვის მზადების საკითხი განიხილა.

როგორც „ნიუპოსტს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, სიის ათეული მთლიანად პოლიტიკისთვის ახალი, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებით დაკომპლექტდება, ენმ-ს ძველი სახეებიდან ათეულში მხოლოდ დავით ბაქრაძე და ნიკა მელია იქნებიან.


წყარო : IPN /www.newposts.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები