საზოგადოება

საქართველო–თურქეთის საზღვარზე საბაჟო შეფერხებებით მუშაობს

08.03.18 20:20


უკვე რამდენიმე საათია, სატვირთო ავტომობილები საქართველო–თურქეთის საზღვარზე „სარფის“ საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე გასვლას ვერ ახერხებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრეს–სამსახურის უფროს ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ტელეკომპანიის ცნობით, პრობლემა საკონტროლო–გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეზე კონტროლის ელექტრონული სისტემის შეფერხებას უკავშირდება. ამ ეტაპზე საზღვრის გადაკვეთა ფეხით ან მსუბუქი ავტომობილით არის შესაძლებელი.

მსგავსი რამ საქართველო–თურქეთის საზღვარზე ერთი წლის წინაც მოხდა – 2017 წლის სექტემბერში. საბაჟო პროცედურები საკონტროლო პუნქტზე სარეკონსტრუქციო–სამშენებლო სამუშაოების გამო შეფერხებებით მიმდინარეობდა, რამაც თურქულ მხარეზე ავტომობილების დიდი რიგი გამოიწვია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები