საზოგადოება

მტკვარში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი ახლობლებმა ამოიცნეს

08.03.18 21:45


ბარათაშვილის ხიდთან ნაპოვნი მამაკაცის ცხედრის პირველადი დათვალიერების შემდეგ ახლობლებმა 22 იანვარს დაკარგული 1946 წელს დაბადებული გ.კ.-ს ამოიცნეს.

ოჯახის მომართვის საფუძველზე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში 23 იანვრიდან მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.კ. 22 იანვარს სათევზაოდ წავიდა მდინარე მტკვარზე, ის ბოლოს ზაჰესის ხიდთან ნახეს.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მყვინთავები და სახმელეთო სამაშველო ჯგუფი დაუყოვნებლივ ჩაერთვნენ.

გამოძიების ამ ეტაპზე ცხედარს შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები