საზოგადოება

სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

09.03.18 17:10


გორის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობაში და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ზ.შ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის დეკემბერში და 2018 წლის 14 იანვარს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ.შ.-მ მის საცხოვრებელ სახლში შვილს - ა.შ.-ს სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ზ.შ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

სამართალდამცველებმა ზ. შ. 2018 წლის 14 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა; ორი ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა; ორი ეპიზოდი) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ზ.შ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განუსაზღვრა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები