საზოგადოება

53 -ე ნათლობისათვის საბუთების მიღება იწყება

09.03.18 20:00


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 53-ე ეტაპი იწყება.

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 12 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით 12:00 საათიდან - 16:00 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი და cd დისკით;

ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი და cd დისკით.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები