საზოგადოება

ფრანგული მხარე ქართველი მეხანძრე-მაშველების გადამზადებასაც უზრუნველყოფს

09.03.18 22:00


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.

როგორც “კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და სამსახურის სტრატეგიაზე ისაუბრეს.

“ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. შესაბამისად, ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა საფრანგეთის ელჩთან შეხვედრაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩატარდება ერთობლივი სასწავლო წვრთნები, რაც ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.

ასევე, ფრანგული მხარე ქართველი მეხანძრე-მაშველების გადამზადებასაც უზრუნველყოფს.

საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთში მიიწვია, რათა სსმს-ის ხელმძღვანელი ფრანგული კრიზის ცენტრების მუშაობის პრინციპებს გაეცნოს.

გიორგი მღებრიშვილმა საფრანგეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამსახური ინტენსიურად მუშაობს 5-წლიანი უნიფიკაციის, მოდერნიზაციისა და სტანდარტიზაციის გეგმაზე.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები