პოლიტიკა
13.03.18 14:00
„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებამ შესაძლოა, ალიანსისა და მთლიანად ევროპის სტაბილურობას შეუწყოს ხელი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავარ ამოცანებს ნატო-ს ივლისის სამიტთან დაკავშირებით.
“ჩვენ გვინდა ნატო-ში გაწევრიანება. ჩვენ ვამბობთ, რომ იქ უნდა ვიყოთ, ვამბობთ, რომ ვიმსახურებთ იქ ყოფნას და ვამბობთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რათა იქ ვიყოთ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
“არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც საქართველოზეა დამოკიდებული, მათ შორის სავაჭრო კავშირები, მთავარი სავაჭრო მარშრუტები, რომელიც აღმოსავლეთს დასავლეთთან აკავშირებს, ასევე შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა. ეს ევროპული და ევროატლანტიკური ფაქტორებია და საქართველოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო დათანხმდა, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებოდნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყნის წევრობის პერსპექტივა ყოველ სამიტზე აღინიშნება, მათი გაწევრიანების ზუსტი თარიღი არ დადგენილა.
გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლა შეჩერებულია დიდწილად გაყინული კონფლიქტების გამო, რომელიც საქართველოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან აქვს. რეგიონებთან, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა ეს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთის ამ ქმედებას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა დაეთანხმა.
რუსეთის რიტორიკამ და ქმედებებმა, მათ შორის 2008 წლის ომმა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში სეპარატისტების მხარდაჭერამ, უნდა გაამყაროს საქართველოს ალიანსში წევრობის არგუმენტი.
ჩართეთ რომელიმე რუსული ტელეარხი და მოუსმინეთ, რუსები ყველაფერზე გულახდილად ლაპარაკობენ. ცოტა ხსნის წინ მოვისმინეთ, რომ რუსეთს სურს აღადგინოს ვითარება, რომელიც ცივი ომის დროს, ორპოლუსიანი სამყაროს დროს არსებობდა.
როცა ვინმე ცდილობს ასეთი აზროვნების თავს მოხვევას, მიმაჩნია, რომ ასეთ დროს ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ ამ პრობლემების გაცნობიერება ნატო-ს დღის წესრიგში აქტუალური იქნება, მაშინ საქართველოს გაწევრიანება გაცილებით დაჩქარდება”.
არსებობს ვარაუდი, საქართველომ ივლისის სამიტზე შესაძლოა, მოითხოვოს, რომ ნატო-ს ორმხრივი დაცვის შეთანხმების მე -5 მუხლი, რომლის მიხედვითაც ყველა წევრი გაწევს დახმარებას ერთ-ერთ წევრზე თავდასხმისას, გავრცელდეს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელიც თბილისის კონტროლს ექვემდებარება, და არა ორ სეპარატისტულ რეგიონზე“,- განაცხადა მარგველაშვილმა.
თუმცა, პრეზიდენტმა გარკვევით არ განმარტა, დადგება, თუ არა ეს საკითხი სამიტზე.
“ჩვენ ამაზე სიღრმისეულად არ გვიმსჯელია, თუმცა არსებობს შემთხვევები ნატო-ს ისტორიაში (მაგალითად, დასავლეთ გერმანიის შემთხვევა), როდესაც დანაწევრებული სახელმწიფოები ნატო-ს წევრები გამხდარან, იმის შესაძლებლობით, რომ ერთხელაც კონფლიქტები მშვიდობიანად მოგვარდება.
ჩვენ პირდაპირ არ ვსაუბრობთ ამ საკითხზე. ვფიქრობ, რომ ეს დისკუსია წარსულში არსებული შემთხვევებით იყო გამოწვეული. ჩვენ ძალიან მტკიცედ და დარწმუნებით მივუყვებით ნატო-სკენ მიმავალ გზას”, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 289
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24