საზოგადოება

„ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში შარშანდელი ჩანაბარები ყურძნის თანხა რომელიღაც ბიზნესმენმა მიითვისა”

30.06.16 14:50


ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს რაიონში შარშან, ჩაბარებული ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა, ყოველ შემთხვევაში თანხა არ არის მისული ადრესატამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის მინისტრს დაავალა, დროულად გაირკვეს საკითხი, თუ რატომ არ მივიდა მევენახეების მიერ გასულ წელს ჩაბარებული ყურძნის ფული ადრესატებამდე. გიორგი კვირიკაშვილმა მომხდარს ამაზრზენი ფაქტი უწოდა და საკითხის სწრაფად გამოძიება მოითხოვა.

„ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში შარშანდელი ჩანაბარები ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა და თანხა არ არის მისული მევენახემდე.

მინდა, სოფლის მეურნეობის მინისტრს ვთხოვო, ეს საკითხი მაქსიმალურად მოიკვლიოთ და თუ საჭირო იქნება ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები. ის, რომ სახელმწიფო საკმაოდ დეფიციტური რესურსის გამონახვას ახერხებს, დავასუბსიდიროთ ყურძნის ჩაბარება, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით. გთხოვთ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიოთ ეს საკითხი და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ჩართულობა არის განხილვადი,“ – განაცხადა პრემიერმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, დაზარალებულია სხვადასხვა სოფლის მცხოვრები 50-ზე მეტი მევენახე.

“50-ზე მეტ მევენახეზეა საუბარი რამდენიმე სოფლიდან, 200 000 ლარზე მეტ თანხას ეხება საქმე. საბოლოო ჯამში იყო გამოძიება, არ გააჩნიათ ის აქტივები იმ კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებს დაზარალებულ ადამიანებს. თქვენს დავალებას მივიღებთ და ვეცდებით გამოსავალი ვიპოვოთ ისე, რომ მინიმალური იყოს ის ზარალი, რაზეც დღეს არის საუბარი,“ – განაცხადა ოთარ დანელიამ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები