საზოგადოება

პრემიერმა მთავრობის სხდომა თურქი ხალხისთვის სამძიმრის გამოცხადებით დაიწყო

30.06.16 15:20


საჭიროა კიდევ მეტი ძალისხმევა უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და არა მხოლოდ მათთან თანაშრომლობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა მთავრობის სხდომა თურქი ხალხისთვის სამძიმრის გამოცხადებით გახსნა.

„საშინელება მოხდა. მე მგონია, რომ კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და არა მხოლოდ მათთან თანაშრომლობისთვის. ალბათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური კონტროლი იყოს, რათა ასეთი რაღაცები არ მოხდეს. მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა გულწრფელი სამძიმარი ამ უბედური შემთხვევის გამო.

ტერორისტული აქტი მართლაც საშინელებაა. ყველანი შეძრწუნებულები ვართ“, - განაცახდა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ტერორიზმს არც ეროვნება გააჩნია და არც რელიგია.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები