ანალიტიკა

სეპარატისტი ბაკო სააკიანი აშშ-ში: სომხები დემონსტრაციულად „აგდებენ“ რუსეთსა და პუტინს არჩევნებამდე და ამცირებენ საქართველოს

15.03.18 0:30


12 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში - ვაშინგტონში ჩავიდა ე.წ „არწახის რესპუბლიკის“ „დელეგაცია“ - ანუ სეპარატისტული ფსევდო სახელმწიფოებრივი ერთეული, რომელიც შექმნილია სომეხი ოკუპანტების მიერ მიტაცებული აზერბაიჯანის ტერიტორიებზე სეპარატისტული ლიდერის ბაკო სააკიანის ხელმძღვანელობით.

2018 წლის 14 მარტს დაგეგმილია ღონისძიება აშშ-ს კაპიტოლუიმში, სადაც უნდა წარსდგეს ბაკო სააკიანი, არაღიარებული სეპარატისტული ფსევდო-სახელმწიფოს „მყრ“ ან „არწახის“ თვითგამოცხადებული „პრეზიდენტი“ და მიიღოს „ჯილდო“. გაგზავნილ მოსაწვევებში ამ ღონისძიებას ეწოდება „მიღება კონგრესში“, თუმცა სიაში არ არიან კონგრესის ნამდვილი წარმომადგენლები.

ყველაზე უცნაური და დამაცირებელი საქართველოსთვის ამ სეპარატისტული მარიონეტის მოგზაურობაში არის ის, რომ იმ დღეებში ერთდროულად ბაკო სააკიანმაც და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც განახორციელეს სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში.

ამერიკის გაუთვითცნობიერებული მაცხოვრებლისთვის ქართველი ლეგიტიმური პრეზიდენტიც და სეპარატისტი მეთაურიც ერთი რეგიონიდან გამოსულები არიან - სამხრეთ კავკასიიდან.

საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია - შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან, მონაწილეობის მიღება ატლანტის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ვიზიტი, სადაც გიორგი მარგველაშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შეერთებულ შტატებში 16 მარტს დასრულდება.

თუ სომეხ „მეგობრებსა“ და ამერიკელ „მოკავშირეებს“ სურდათ საქართველოს დამცირება - მაშინ საუკეთესო საშუალების მოფიქრება შეუძლებელი იყო - რომ შეათავსეს, თუნდაც არაფორმალური, მაგრამ ლეგიტიმური ლიდერის საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოს - საქართველოსა და თვითგამოცხადებული სეპარატისტი და მსოფლიოში არავის მიერ აღიარებული „მყრ“ ლიდერის ვიზიტები.

ასეთივე წარმატებით, როგორც ბაკო სააკიანი, ამერიკაში კონგრესში სიტყვით გამოსასვლელად, შეეძლოთ დაეპატიჟებინათ სეპარატისტული სოხუმისა და ცხინვალის ლიდერები. ანალოგიური იქნებოდა დამცირება საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და მარიონეტული სეპარატისტული რეჟიმების კონტროლის ქვეშ იმყოფება.

ანუ ვიღაც ძალიან გულდასმითა და სრულიად არაშემთხვევით შეათავსა მარგველაშვილის ვიზიტი სეპარატისტი სააკიანის „ვიზიტთან“. ისმება კითხვა - რატომ და რისთვის?

ვიფიქროთ ლოგიკურად, რაზე იმეტყველებდა ის, რომ დაეპატიჟებინათ სეპარატისტი მარიონეტები ხაჯიმბა და ბიბილოვი ვაშინგტონში სააკიანის ნაცვლად?

2018 წლის 18 მარტს ამ მარიონეტების „ხნიერ პატრონს“ - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს - აქვს არჩევნები. ამერიკის შეერთებული შტატები კონკრეტულად ამ თარიღისთვის აღვივებენ ყველანაირი სახის სკანდალს და ამ დროს სომხური ოკუპაციური რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც ფაქტობრივად არსებობს ამ ქვეყნად რუსეთისა და პუტინის წყალობით, მიემგზავრება ვაშინგტონში. რაზე მეტყველებს ეს? ერთზე - სომხების ღალატზე რუსეთისადმი.

აფხაზ და ცხინვალელ სეპარატისტებს ჯერ არ შეუძლიათ რუსეთის ღიად „გადაგდება“. მათი სომეხი მეგობრები კი ამას უკვე აკეთებენ, თანაც ღიად და აშკარად.

ბაკო სააკიანისა და გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის შეთავსებით, სომხები განზრახ ამცირებენ სეპარატიზმისგან დატანჯულ საქართველოს. ამ შეხვედრის ჩატარება კი რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლება, რომელმაც დანიშნა სააკიანი, დემონსტრაციულად აჩვენებს, რომ რუსეთი მათთვის კანონი არ არის.

ამავდროულად, არ უნდა უგულებელვყოთ სეპარატისტი ბაკო სააკიანის ასეთი „ვიზიტი“. აშშ-ს ყოფილი ელჩი სომხეთში ჯონ ევანსი თავის სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში The National Interest და რომელიც ეხებოდა ბაკო სააკიანის წინასწარ დაგეგმილ მოგზაურობას ვაშინგტონში, წერს, რომ „დადგა დრო იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღოს „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა ერების ოჯახში“.

„ამ კვირას ვაშინგტონს ეწვევა „დემოკრატიული გზით არჩეული არწახის პრეზიდენტი“ ბაკო სააკიანი. მას არ მიიღებენ ამერიკის ადმინისტრაციაში ნაწილობრივ იმიტომ, რომ შეერთებული შტატები დუმს იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა „არწახი“ აზერბაიჯანისაგან დამოუკიდებელი, რომლის შემადგენლობაში ის შეაერთეს 1921 წელს იოსებ სტალინის განკარგულებით“,- წერს ჯონ ევანსი - ამერიკული დიპლომატიური მისიის მეთაური სომხეთში 2004-2006 წწ, რომელიც უხეშად ამახინჯებს ისტორიულ ფაქტებს.

აქ აშკარად პუტინის ყანაში ქვა ჩააგდეს. ვლადიმირ პუტინს ხომ აშშ-ში უწოდებენ „ახალ სტალინს“ და სტალინივით „ცუდ“ პუტინს არ სურს აღიაროს ყარაბაღი „სომხურ მიწად“.

კიდევ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტალინი წარმოშობით ქართველი იყო (და ამას სომეხი ნაციონალისტები ყოველთვის უსვამენ ხაზს და სტალინისადმი პრეტენზიებს მთელ ქართველ ერზე ავრცელებენ) - მაშინ ეს ქართველოფობია გამოდის. ყოფილი ელჩი დარწმუნებულია, რომ „ერების უფლება თვითგამორკვევისთვის“ ამიერიდან აღემატება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს.

„ „არწახის“ ერს აქვს უფლება და უნდა ისარგებლოს იმავე უფლებებით, რითაც ჩვენ ვსარგებლობთ და არ უნდა იყოს კაცობრიობისგან იზოლირებული“, - დაასკვნა ჯონ ევანსმა.

ასე უბრალოდ ამგვარი მასალა ჟურნალ The National Interest (რომლის სახელწოდება გულისხმობს ამერიკის „ეროვნულ ინტერესებს“ ) ვერ გამოქვეყნდებოდა. ვაშინგტონში ატარებენ სომხეთის „გადმობირების“ ოპერაციას რუსეთის „მოკავშირეების“ რიცხვიდან საკუთარი „მონების“ რიცხვებში.

ევროპაც ყვება თამაშში ამერიკას სომხეთის „გადაბირებაში“ დასავლეთის ბანაკში. სულ ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტში შედგა ღონისძიება ე.წ „მყრ“ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლის„არწახის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის“ არმინე ალექსანიანის მონაწილეობით, რომელმაც ევროპარლამენტში განაცხადა: „ყარაბაღი - არის ქვეყანა და არა კონფლიქტი“.

ამერიკელები სომხებს იზიდავენ იმით, რომ ფარულად ჰპირდებიან სომხეთის მიერ აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციის "ლეგალიზებას". უფრო მეტიც, ბაკო სააკიანის ვიზიტის შეთავსება გიორგი მარგველაშვილის ვიზიტთან ერთად შეიცავს აშკარა მინიშნებას იმაზე, რომ „დიდი სომხეთის“ ტერიტორია შეიძლება გაფართოვდეს და არა მხოლოდ აზერბაიჯანის ხარჯზე, არამედ საქართველოს ხარჯზეც.

ის, რომ საქართველო ფორმალურად შედის აშშ-ს მოკავშირეების რიცხვში - ამ საქმისთვის არ არის შემაფერხებელი. ფორმალურად ამერიკის მოკავშირე და ნატოს სრულუფლებიანი წევრიცაა თურქეთი. მაგრამ ეს ხელს არ უშლის შეერთებულ შტატებს მხარი დაუჭიროს ქურთ ტერორისტებსა და სეპარატისტებს. სხვათაშორის, თავის სომეხ „მეგობრებთან“ ერთად.
ახლა სომხები დემონსტრაციულად იცვლიან „მეპატრონეს“ და ღიად და უხეშად ღალატობენ რუსეთს. ის რომ ბაკო სააკიანი მიემგზავრება ვაშინგტონში და იქ მას „მოეფერებიან“, იმ დროს, როცა სომხეთში შეინიშნება რუსოფობიის ველური ზრდა, მას შემდეგ რაც აირჩიეს პროდასავლური პრეზიდენტი არმენ სარგსიანი და 18 მარტის 2018 წლის რუსეთში გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნების წინ - ამის ყველაზე მჭევრმეტყველი დასტურია.




KavkazPlus

წაკითხულია : 730


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები