მსოფლიო

ილჰამ ალიევი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს

15.03.18 17:20


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, „აზერბაიჯანი სომხეთის მხრიდან აგრესიისა და ოკუპაციის მსხვერპლია“.

მისი თქმით, სომხეთს აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიის - მთიანი ყარაბაღის და მის მოსაზღვრე 7 რაიონის დაბრუნება არ უნდა.

როგორც ალიევმა ბაქოს მე-VI გლობალური ფორუმის გასხნის ცერემონიაზე აღნიშნა, „სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვონ, აზერბიიჯანელები კი საკუთარ სახლებში უნდა დაბრუნდნენ".

„კონფლიქტი გაეროს რეზოლუციების, საერთაშორისო ნორმების ჩარჩოში უნდა იყოს მოგვარებული. სომხეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გამოყენებული. სომხეთი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს უკვე 20 წელია არღვევს",-განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, კონფლიქტთან დაკავშირებით არსებული სტატუს-კვო მიუღებელია, რასაც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ქვეყნებიც აღიარებენ.

„სტატუს-კვოს შეცვლა შესაძლებელია ჩვენი მიწების დეოკუპაციის დაწყების გზით.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ისტორიული და რელიგიური ძეგლებია განადგურებული.

ამას ეუთოს მხრიდანაც დასტურდება“,-აღნიშნა ილჰამ ალიევმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები