პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიცია "ტაქსების" ახალ რეგულაციებს მხარს არ უჭერს

15.03.18 21:15


ტაქსების რეგულაციების შესახებ პარლამენტი მერიის საკანონდებლო პაკეტის განხილვას აგრძელებს.

ოპოზიცია კახი კალაძის ინიციატივას მხარს არ უჭერს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, თუ სავალდებულო ლიცენზიის აღება გახდება საჭირო, ეს კორუფციის რისკს გაზრდის.

"არ უნდა იყოს შემოღებული ისეთი რეგულირება, რომელსაც ექნება რეპრესიული ხასიათი და რომელიც ფინანსურად დააზარალებს მძღოლებს. არაფერია ცუდი თუ იქნება მხოლოდ აღრიცხვა, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ლიცენზიად, ეს იქნება კორუფციის წყარო,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპულ საქართველოში“ კი ფიქრობენ, რომ რეგულაციები რეალურ პრობლემას ვერ მოაგვარებს და მხოლოდ უმუშევართა რიცხვისა და ტაქსის ტარიფის გაზრდას გამოიწვევს.

მმართველ გუნდში მერიის ინიციატივას მხარს უჭერენ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საუბარია მხოლოდ რეგულირებაზე, თუმცა ეს ადამიანებს არ უნდა დააწყვეთ დამატებით ფინანსურ წნეხად.

მერია ახალი ნორმით დედაქალაქში უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფას გეგმავს.

რეგულაციები ტაქსის მძღოლებს მგზავრების გადაყვანის მიზნით, სპეციალური ნებართვების მიღებას ავალდებულებს.





წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები