საზოგადოება

სოფელ კაზრეთში მამაკაცმა საკუთარი ნაათესავი მოკლა

16.03.18 16:00


პოლიციამ სოფელ კაზრეთში საკუთარი ნათესავის მკვლელობის ბრალდებით 1963 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მამაკაცმა ავტომატური იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა საკუთარ ნათესავს, რომელსაც 7 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში ვალის დაბრუნებას ედავებოდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ, საკუთარ სახლში დააკავა.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით აღიძრა. დაკავებულს 4-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელოდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები