პოლიტიკა

სახალხო დამცველმა საზმაუს ბორდის წევრად ზვიად დევდარიანის კანდიდატურა წარადგინა

16.03.18 17:00


საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი წარუდგინა.

"მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა კონკურსმა ბევრი ღირსეული ადამიანი გამოავლინა, რაც სამეურვეო საბჭოს პრინციპული, ღირებულებების ერთგული, კრიტიკული წევრებით დასაკომპლექტებლად კარგ შესაძლებლობას ქმნის. სახალხო დამცველმა ამ რთული გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე მდგარი გამოწვევები და მიიჩნია, რომ ზვიად დევდარიანი, რომელიც გაბედული, კვალიფიციური და მოტივირებული ადამიანია, შეძლებს მომდევნო 6 წლის განმავლობაში ღირსეულად და საფუძვლიანად შეასრულოს თავისი მოვალეობა; შეძლებს გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ხარვეზების წარმოშობის შემთხვევაში, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, დროულად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება" - აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზვიად დევდარიანს სამოქალაქო სექტორში საქმიანობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ის ამჟამად ხელმძღვანელობს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (SIDA), რომელიც სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზებაზე მუშაობს და ქმედით დახმარებას უწევს დევნილებს, ეკომიგრანტებს, ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს, სიღარიბის ბაზაში მყოფ ადამიანებს, მიგრანტებსა და ეთნიკურ უმცირესობებს. იგი ასევე არის სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ლიდერი, აქტიურად მონაწილეობს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაში, მათ შორის ქალთა როლის გაძლიერებაზე ბიზნეს სექტორში და არის თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების საკითხებზე მოუშავე ერთ-ერთი ექსპერტი. პარალელურად, ზვიად დევდარიანი აქტიურადაა ჩართული კამპანიაში „ეს შენ გეხება“, კოალიციაში დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და კოალიციაში ევროატლანტიკური საქართველოსთვის.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები