პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი: ნატო-ს გარდა, სხვა უსაფრთხოების არჩევანი არ გაგვაჩნია

16.03.18 17:15


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას „ამერიკის ხმასთან“ ივლისში ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე და მასში საქართველოს როლზე საუბრისას, განაცხადა, რომ ალიანსთან მიმართებაში ქვეყნის ამბიცია ნათლადაა დაფიქსირებული.

მისივე თქმით, ნატო-ს გარდა, ჩვენ სხვა უსაფრთხოების არჩევანი არ გაგვაჩნია.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო აუცილებლად MAP-ის გავლით უნდა გახდეს ალიანსის წევრი.

„ბრიუსელის სამიტიდან საქართველო მოელის იმას, რომ მოხდება ძალიან წარმატებული პარტნიორობის აღიარება, რაც ნატო-მ და საქართველომ განვლეს ამ წლების განმავლობაში.

ჩვენი ამბიცია არის ძალიან ნათლად დაფიქსირებული. გვაქვს ყველა მექანიზმი, საქართველო ყველა მოთხოვნაში, რაც ნატო-სგან არსებობს, არის საუკეთესო ასპირანტთა შორის, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. არის ფორმატი, რომ ნატო არის კოლექტიური გადაწყვეტილებების მიმღები სტრუქტურა, ნატო-ს გარდა, ჩვენ სხვა უსაფრთხოების არჩევანი არ გაგვაჩნია.

ნატო გვიფიქსირებს შემდეგ პროცედურულ დინამიკას – ჩვენ აუცილებლად MAP-ის გავლით უნდა გავხდეთ ალიანსის წევრები. ჩვენი ამბიცია არის წევრობა და MAP-ი არის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები