პოლიტიკა

თომას მარკერტი: საქართველომ ნამდვილად გადადგა ნაბიჯი სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიისკენ

16.03.18 19:20


„ძალიან მოხარული ვარ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ახლა საქართველომ ნამდვილად გადადგა ნაბიჯი სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიისკენ.

თქვენ გაქვთ ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება ვენეციის კომისიასთან ძალიან კარგ თანამშრომლობას”,- ამის შესახებ ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა განაცხადა.

„საქართველომ სრულფასოვანი საპარლამენტო სისტემად გარდაქმნა დაასრულა. ეს არის გრძელვადიანი საფუძველი დემოკრატიული განვითარებისთვის. როგორც იცით, ჩვენ ვწუხვართ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ვერ მოხდება 2020 წელს და მოხდება 2024 წელს. ეს იყო დაბრკოლება საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან კონსესუსის მისაღწევად. ეს არის წუხილის მიზეზი, თუმცა, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ რეფორმის შედეგით”,- განაცხადა თომას მარკერტმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები