პოლიტიკა
16.03.18 19:50
ერთად დავდგეთ მტკიცედ, იმ ღირებულებებისათვის, რომელსაც გადავცემთ ჩვენს მომავალ თაობებს და ამავდროულად, დავიცვათ მათი მომავალი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში ატლანტიკური საბჭოსა და IRI -ის ორგანიზებით მიღება გაიმართა, რომელსაც ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები, კონგრესმენები, სენატორები და აშშ-ს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებიესწრებოდნენ.
მიღებაზე საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვითა მიმართა და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობაგადაუხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპაციისა და რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომრუსეთის ფედერაცია საკუთარ ქმედებებს იზოლაციისაკენ მიჰყავს.
"როცა ვხედავთ რა ხდება და როგორ ვითარდება რუსეთის ფედერაცია, ვხედავთ რომ ეს არის პროცესი, რომლის შედეგებსაც ჩვენ დავინახავთ მომავალში - რუსეთი ჩაიკეტება, ისევე როგორც გარკვეულ ეტაპზე დაიხურა საბჭოთა კავშირი და ეს არის ცივი ომის იმიტაცია.
სად არის ჩვენი ძალა? ჩვენი ძალა არ არის დაცულ საზღვრებში, პირიქით, ჩვენი ძალა არის ფართოდ გავუღოთ კარი მშვიდობისა და სიკეთის მსურველ ერებს, როგორიცაა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ის სახელმწიფოები, რომლებმაც თავიანთი იდენტობა მიუძღვნეს უკეთესი მსოფლიოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
დღეს აქ ვხედავ მეგობრებს სხვადასხვა ქალაქებიდან, რომლებიც პასუხობენ დიდ ბრიტანეთში მომხდარ მოვლენას. ეს სწორედ ის არის, რაც უნდა ხდებოდეს -მეგობრები უნდა იყვნენ ერთად და ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ. სამხედრო ფორმაში შემოსილი ჩვენი ქალები და კაცები მტკიცედ დგანან, რათა ჩვენ დაგვიცვან. ისინი რისკავენ საკუთარი სიცოცხლით, რომ ჩვენი თავისუფლება იყოს უსაფრთხო.
მჯერა, რომ, როგორც პოლიტიკურმა ლიდერებმა, იგივე უნდა გავაკეთოთ, რასაც ისინი ბრძოლის ველზე აკეთებენ - ერთად დავდგეთ მტკიცედ, იმ ღირებულებებისათვის, რომელსაც გადავცემთ ჩვენს მომავალ თაობებს და ამავდროულად, დავიცავთ მათი მომავალი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ატლანტიკურ საბჭოს, NDI - ის, IRI - ის და საქართველოს საელჩოს გაწეული სამსახურისათვის და აღნიშნა, რომ კაპიტოლიუმში მათიშესრულებული სამუშაოების შედეგები უკვე იხილა.
მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ კონგრესმენი ელიოტ ენგელი და ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი დეიმონ ვილსონი.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24
-
14:1016.04.24
-
13:4016.04.24
-
12:5516.04.24
-
12:1416.04.24
-
11:4516.04.24
-
მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა
11:2016.04.24
-
11:0016.04.24
-
10:3916.04.24
-
10:0016.04.24
-
ლოზუნგით - „არა რუსულ კანონს" აქცია ოზურგეთშიც გაიმართა
18:0015.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა
17:3215.04.24
-
16:5715.04.24
-
16:2415.04.24
-
16:0015.04.24
-
15:1815.04.24
-
ალეკო ელისაშვილი - გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“
14:5615.04.24