საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი სამეცნიერო ფონდის 2017 წლის კონკურსების გამარჯვებულებს შეხვდა

16.03.18 20:30


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის კონკურსების გამარჯვებულებს შეხვდა.

შეხვედრას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და მიზანს საქართველოს მთავრობის მიერ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ძირითადი ტენდენციების, დაფინანსებული დარგებისა და ინსტიტუციების წარმოჩენა, ამასთან, აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის ინიცირება წარმოადგენდა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

ბოლო წლების განმავლობაში ფონდის საქმიანობამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო, გაიზარდა კვლევების არეალი და რაოდენობა.

2012 წელთან შედარებით, ფონდის დაფინანსება თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. შედეგად, დღეს ის ადმინისტრირებას უწევს ორ ათეულზე მეტ ეროვნულ/საერთაშორისო პროგრამას და თავის საქმიანობას წარმართავს ღია კონკურსების, კონკურენციის, შეფასების საერთაშორისო სისტემის დანერგვის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პირობებში.

საქართველოს მთავრობის სამეცნიერო საზოგადოებასთან შეხვედრა ემსახურება ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე პროგრესული ცვლილებებისა და მიღწევების გასაჯაროებას, ფართო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის როლის ხაზგასმას, სამეცნიერო კვლევებით არასახელმწიფო სექტორის დაინტერესებასა და პოტენციური ინვესტორების მოზიდვის წახალისებას.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები