საზოგადოება

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე შეთანხმება მიღწეულია

16.03.18 21:20


„ქართული ოცნება“ დათანხმდა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელშიც ის ადამიანები შევლენ, ვინც საქართველოს მოქალაქეების მოტაცებაში, წამებასა და მკვლელობაში არიან ბრალდებულები. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

„ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები და დღეს გვაქვს საერთო პოზიცია, რომ მივიღებთ ერთიან რეზოლუციას, რომელიც შექმნის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, შეაფასებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დააწესებს სხვა ტიპის შეზღუდვებს იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელი იმ დარღვევებზე, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, მათ შორის მკვლელობებს. როგორც პრინციპებზე, ისე ტექსტის დიდ ნაწილზე ვართ შეთანხმებული. მხოლოდ მცირე ტექნიკური დეტალები დარჩა შესათანხმებელი, რომელსაც ამ დღეებში დავასრულებთ და იმედი გვაქვს, რომ ოთხშაბათს იქნება მიღებული ერთიანი რეზოლუცია, რომელსაც მთელი პარლამენტი დაუჭერს მხარს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები