პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სომხეთის ელჩს შეხვდა

16.03.18 21:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს.

მხარეების შეფასებით, ურთიერთობის განვითარების დინამიკა მზარდია, რასაც მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებიც ადასტურებს.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სომხეთის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტო ურთიერთობის გაღრმავებისა და ამ მიმართულებით, მეგობრობის ჯგუფების მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობა.

ირაკლი კობახიძემ რუბენ სადოიანს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.





წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები