საზოგადოება

ილია მეორე: ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული გადაგვარჩენს

19.03.18 14:25


სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ყოველკვირეული ლოცვა აღავლინა. ამის შესახებ 1tv წერს.

მსახურების დასრულების შემდეგ ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები შეახსენა, რომელიც ქრისტიანებს სიყვარულით და რწმენით ცხოვრებისაკენ მოუწოდებს.

„წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ღმერთი არის სიყვარული და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით მოგვეცეს სიყვარული და ღვთის მფარველობა, ღვთის მადლი და ძალა, ყველამ ერთად ვთქვათ – ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული გადაგვარჩენს”, – აღნიშნა პატრიარქმა.

დიდმარხვის მეოთხე კვირა დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე კლემაქსის, კიბისაღმწერელის ხსენებას აღნიშნავს.

ღირსი იოანე კლემაქსმა აღწერა სულიერი კიბე, რომლითაც ღვთივსათნო ცხოვრებით მოღვაწეები უფალთან მიდიან. წმინდა მამა მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა. გადმოცემით იგი 16 წლის ასაკში სინას მთაზე მივიდა. მონასტერში ოთხი წელი დაჰყო და შემდეგ ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით კი, 40 წელი უდაბნოში განმარტოვებული ცხოვრობდა.

დიდმარხვის შემდგომ კვირას წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენება აღინიშნება. დიდმარხვა წელს 19 თებერვალს დაიწყო და 8 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები