საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19.03.18 16:00


19 და 20 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

დასავლეთ საქართველოში +20 +25 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში +17+22 გრადუსი.

21 მარტს ამინდი განპირობებული იქნება ცივი და ნოტიო ჰაერით, შესაბამისად წვიმა, ელჭექი და დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით +18 +23 გრადუსის ფარგლებშია იქნება.

22-23 მარტს ჰაერის ტემპერატურა ცალკეულ რაიონში მოიმატებს, თუმცა შეიძლება აღინიშნოს წვიმა ელჭექით.

24 მარტს არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

25 მარტს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართლების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს და ხვალ აქ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსს შეადგენს.

21 მარტს დღისით შესაძლებელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +15+19 ფარგლებში დაფიქსირდება.

22-23-24 მარტს მცირე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტენპერატურა კი +21+23 გრადუსი იქნება.

25 მარტს ქარია მოსალოდნელი, როემლიც დროგამოშვებით გალიერდება, ჰაერის ტენპერატურა +15+17 გრადუსი იქნება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები