საზოგადოება
19.03.18 19:45
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ.
სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სამეგრელოს რეგიონში ასევე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე.
აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ მავნებლის საწინააღმდეგო საკოორდინაციო შტაბში გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულები. საკოორდინაციო შტაბი ზედამხედველობას უწევს ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.
აგრეთვე დაათვალიერეს რეგიონში მობილიზებული სპეციალური ტექნიკა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. მიმდინარე წელს, სულ, ქვეყნის მასშტაბით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებისთვის 140 ერთეული სპეციალური ტექნიკის გამოყენებაა დაგეგმილი. წელს მავნებლის წინააღმდეგ სახელმწიფო განახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ასევე კერძო სავარგულებზე სადაც აუცილებელია სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენება.
მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წლის სტრატეგიის შესაბამისად ყველა რესურსია მობილიზებული იმისათვის რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად ჩატარდეს. „აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია აქტიურ ფაზაში გადავიდა. უკვე ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი დასავლეთ საქართველოში.
დღეს მოწვეული გვყავს რეგიონების ხელმძღვანელები იმისთვის, რომ კოორდინირებულად ჩავატაროთ საველე კონტროლის სამუშაოები. მობილიზებულია სრულიად სპეცტექნიკა და მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფიტოსანიტარიული შესაძლებლობები 2017 წელთან შედარებით რისთვისაც, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი დაფინანსება გამოყო. 100-ზე მეტი ეკიპაჟი იმუშავებს იმისთვის, რომ ჩვენი ღონისძიებები იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი.
ყველა ინფორმაცია თავს იყრის შტაბში და გადამუშავების შემდეგ იგეგმება საველე სამუშაოები.
დასავლეთ საქართველოში იმუშავებს ხუთი საველე შტაბი, რომელთაც კოორდინაციას გაუწევს აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბი. ამავე დროს, უკვე დავიწყეთ საველე მონიტორინგის სისტემის განთავსება, რომელიც მთელს ტერიტორიას მოიცავს და 100 ათასი წერტილიდან მოხდება მონაცემების მიღება, რათა მავნებლის გავრცელების და პოპულაციის შესახებ გვქონდეს ოპერატიული ინფორმაცია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დასავლეთ საქართველოში, უკვე მობილიზებულია ღონისძიებებისთვის საჭირო სხვა საშუალებები და პრეპარატები, რომლებიც რეგიონების მიხედვით განაწილდება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით , აჭარის რეგიონს, 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 2 ათასი ფერომონი გადაეცემა.
ქიმიური ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. მონიტორინგის სისტემები, მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში განთავსდება. ფერომონების დამონტაჟება უკვე დაიწყო დასავლეთ საქართველოში. პროცესის მიმდინარეობას ხობის მუნიციპალიტეტში ადგილზე გაეცნო მინისტრი ლევან დავითაშვილი.
დღესვე გაიმართება შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24