საზოგადოება

სამძიმრის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

30.06.16 17:05


თურქეთში, სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით, სამძიმრის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა.

სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. დაჭრილია 230-ზე მეტი ადამიანი. „ბი-ბი-სი“ ცნობით, დაღუპულთა შორის 13 უცხოელია. ამ ინფორმაციის მიხედვით, სამი თავდამსხმელი აეროპორტში ტაქსით მივიდა და მათ საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელთან ავტომატებიდან სროლა დაიწყეს. როდესაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა, ტერორისტებმა თავი აიფეთქეს. თურქეთის სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ტერორისტული შეტევა „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები