საზოგადოება

ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა

20.03.18 14:00


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველ ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა. შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს.

დოკუმენტის მიხედვით, იმპორტის აკრძალვის მიზანი კარტოფილის კიბოს თავისუფალ ტერიტორიებზე გავრცელების თავიდან აცილებაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კარტოფილის ყველაზე სერიოზულ ავადმყოფობად კარტოფილის კიბო ითვლება, რომლის გამომწვევია სოკო Synchytrium endobioticum Pers, Chytridiomycetes რიგიდან და ითვლება განსაკუთრებით საშიშ საკარანტინო მავნე ორგანიზმად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ავადდება მცენარის ყველა ორგანო. იგი პირველად 1896 წელს ა უნგრეთში აღმოაჩინეს და ამჟამად
გავრცელებულია ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებსა და ოკეანეთში. საქართველოში დაფიქსირებულია აჭარის მაღალმთიან ხულოს მუნიციპალიტეტში.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები