საზოგადოება

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში რეალიზებული საწვავის შემადგენლობა განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება

30.06.16 17:15


საქართველოში რეალიზებული საწვავის შემადგენლობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ავტოგასამართი სადგურებიდან ბენზინის და დიზელის სინჯები აიღეს. ლაბორატორიული კვლევისას ბენზინში ოქტანობის, ტყვიისა და გოგირდის, ხოლო დიზელის საწვავში ცეტანობისა და გოგირდის შემცველობა განისაზღვრა.დადგინდა, რომ ჩამოთვლილი ნივთიერებები საწვავში განსაზღვრულ ნორმებს აკმაყოფილებს.

სამინისტროს ცნობით, სინჯები სპეციალისტებმა კომპანიების: ,,ბი პი“ -ს, ,,ინტეგრანი 2“ -ს, ,,Trade Team Georgia” - ს, ,,ფრეგო” - ს, ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“-ს, ,,რომპეტროლ საქართველოს“, ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის”, ,,ლუკოილ-ჯორჯიას”, ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ავტოგასამართი სადგურებიდან აიღეს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები