ეკონომიკა

შვეიცარია საქართველოში ტურისტულ პოტენციალს ხედავს

30.06.16 17:25


მთები, რომლებიც ზამთრის სპორტის განვითარების საშუალებას იძლევა, ზღვის სანაპირო, ლანდშაფტებისა და კულტურათა მრავალფეროვნება საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალის მანიშნებელია,მიიჩნევს შვეიცარიის ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის განყოფილების ხელმძღვანელმა ერიკ იაკობმა.

გუშინ საქართველოს დელეგაცია, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, შვეიცარიას ესტუმრა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტებს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოტენციალი წარუდგინა.

როგორც მან აღნიშნა, შვეიცარიის მხარე საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადაა.

„შევთანხმდით, რომ, უპირველეს ყოვლისა, ღვინის ტურიზმის დარგში ვითანამშრომლებთ. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში, სექტემბერში დაგეგმილია კონფერენცია, ამდენად, მოუთმენლად ველით საქართველოსთან გამოცდილების გაზიარების მომავალ შესაძლებლობას“, — განაცხადა იაკობმა.

ღვინის ტურიზმის საკითხებზე გლობალური კონფერენცია — გაეროსთან არსებული მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდება.

კონფერენციას 2016 წლის 7-9 სექტემბერს კახეთი უმასპინძლებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები