მსოფლიო

სარკოზი პოლიციამ დააკავა

20.03.18 17:15


საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. იგივე ინფორმაციას ავრცელებს Reuters და Agence France-Presse (AFP). არსებული ინფორმაციით საქმე 2007 წელს „ლიბიური წყაროებიდან“ მისი საპრეზიდენტო კამპანიის შესაძლო დაფინანსებას ეხება.

სარკოზი პოლიციაში დაკითხვაზე გუშინაც იმყოფებოდა სადაც ჩვენებას აძლევდა მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ.

BBC წერს, რომ 2018 წლის დასაწყისში დაკავებული იყო ბიზნესმენი ალექსანდრე ჯური, რომელსაც სარკოზისა და ლიბიელ სპონსორებს შორის შუამავლის როლს თამაშობდა, თუმცა, მოგვიანებით ის გირაოთი გამოუშვეს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები