საზოგადოება

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

20.03.18 17:45


„საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს მეშვიდედ აღნიშნავს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს.

21 მარტი, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. 21.03 გარკვეული სიმბოლიკის მატარებელია, დაუნის სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ რიცხვშია საქართველოც.

წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია „რას ვმატებ საზოგადოებას „ (What I bring to my community).

დაგეგმილი ღონისძიებები:

10-21 მარტი - უთვალავი ჭრელი წინდისკამპანია #წინდამინდა (წინდებისშეძენა შესაძლებელია „ნიკორას“ მაღაზიების ქსელსა და სოციალურ საწარმო „ბაბალეში“)

19 მარტი - 19:00 სთ- პერფომანსი „47=46 „ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“ და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობების ერთობლივი წარმოდგენა (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი; ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ.101/1)

20 მარტი - 16:00 სთ - ბოულინგის ტურნირი „გიგოს ფონდისთვის“ - ბოულინგის ცენტრი „ლებოვსკი“ უმასპინძლებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის წევრ ორგანიზაციებს შორის ბოულინგის ტურნირს (მისამართი EAST POINT – Lebowski კახეთის გზატკეცილი)

21 მარტი - 11:00 - 14:00 კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ - ეძღვნება შშმ პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს;(ქ.თბილისი, სასტუმრო რუმსი)

21 მარტი - ფართომაშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საქართველოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

როდესაც ვსაუბრობთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე, სასურველია გაკეთდეს აქცენტი თავად პიროვნებაზე და არა დაუნის სინდრომზე.

დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომაა. ეს გახლავთ მისი ბუნებრივი მდგომარეობა. გამომდინარე აქედან, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის . ეს ადამიანის გენეტიკური მდგომარეობაა.

მნიშვნელოვანია, როდესაც ვესაუბრებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს, ან მის ახლობელს, მოვიხსენიოთ იგი სახელით და არა დაუნის სინდრომის მქონე პირად.

საუბრისას წინა პლანზე გამოიყვანეთ პიროვნება, ადამიანი და ამის შემდეგ მისი გენეტიკური მდგომარეობა.

დაუშვებელია შემდეგი მიმართვის ფორომის გამოყენება საუბრისას: დაუნის სინდრომით დაავადებული, დაუნიზმით დაავადებული, დაუნი, სწორი ფორმაა: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი/პირი.

დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.

დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.

დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.

დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად - დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები