საზოგადოება

ცნობილია ევროვიზია 2018-ის ჩატარების თარიღი

20.03.18 18:40


რიგით მე-16 სიმღერის საერთაშორისო კონკურსი საბავშვო ევროვიზია 2018 მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება, იუწყება „Sputnik-ბელარუსი" ტელეარხ Беларусь 1-ზე დაყრდნობით.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა საბავშვო ევროვიზიის ჩატარების ადგილად მინსკი გასული წლის მიწურულს შეარჩია. კონცერტი ჩატარდება „მინსკი-არენაზე".

წარმოდგენილია ასევე კონკურსის ლოგოტიპი — სტილიზებული თეთრი ვარსკვლავი;
სლოგანია Light up! („დაანთე ცეცხლი").

საბავშვო ევროვიზიაში მონაწილეობენ 15 წლამდე შემსრულებლები.

2017 წელს საბავშვო ევროვიზია პირველად ჩატარდა თბილისში. კონკურსის გამარჯვებული გახდა რუსი პოლინა ბოგუსევიჩი 188 ქულით. ქართველმა 12 წლის გრიგოლ ყიფშიძემ მას სამი ქულით დაუთმო — 185 ქულა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები