საზოგადოება

გერმანიის ინტერპოლით ძებნილი რუსეთის მოქალაქე თბილისში დააკავეს

30.06.16 17:35


საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის მოქალაქე ტატიანა პ. დააკავეს, რომელზეც გერმანიის ქალაქ ვისბადენის ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა 2011 წლიდან გამოაცხადა.

გერმანიაში მას ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობა ედება ბრალად. ქართველმა სამართალდამცველებმა ის მოსკოვში გაფრენის მცდელობისას დააკავეს.

ამ დროისთვის ტატიანა პ.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.

აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოში რუსეთის ინტერპოლით ძებნილი მოქალაქის დაკავების მეორე შემთხვევაა. მიმდინარე წლის აპრილში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს მაჰირ იბაოღლი ი., რომელსაც ინტერპოლის მოსკოვის ბიურო ეძებდა.

სამშობლოში მას თაღლითობა ედებოდა ბრალად.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები